,,ოქსიგენი” თანამედროვე მუსიკალურ ფესტივალ “უსმინეს” და “არტ – გენს” უმასპინძლებს

რუსთავის პარკში საფესტივალო სივრცე “ოქსიგენი”, 8 და 9 ივლისს ,,ოქსიგენ-ფესტის“ ფარგლებში, თანამედროვე მუსიკალურ ფესტივალ “უსმინეს” და “არტ – გენს” უმასპინძლებს.
8 ივლისს ,,უსმინე“-ს მთავარი სცენა 16:00 საათიდან, 03:00 საათამდე თანამედროვე მუსიკალურ ჯგუფებსა და 2022 წლის ზაფხულის ყველაზე მოთხოვნად DJ-ებს დაეთმობა: 16:00 – TOKKS; 17:00 – Kote Japaridze; 18:00 – Trotsky ; 19:00 – papanusi; 20:00 – Melqo; 21:00 – Black Marrows; 22:00 – Killages; 23:00 – Bad HaBitz; 24:00 – Ellarge; 01:30 – Ziad Aliev.
ფესტივალის მეორე დღეს, 9 ივლისს ,,ART GENE FEST“-ის მთავარ სცენაზე, 16:00 საათიდან, 02:00 საათამდე „33ა“, ,,გაგა ფრანი’’, REGGAEON და „სუხიშვილები“ წარდგებიან სტუმრების წინაშე. მუსიკასთან ერთად “ოქსიგენი” სტუმრებს განტვირთვის სხვადასხვა სივრცეს შესთავაზებს, მათ შორის: Nonstop-კინოს, კვების, სპორტული აქტივობების, ლუდის, ღვინის და კოქტეილ-ბარის.გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც (STALL).