რაგბში საქართველოს ნაკრებს რუსთაველებმა მთავარი მოედნიდან უგულშემატკივრეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ბათუმში, იტალიის ნაკრები ანგარიშით 28:19 დაამარცხა. რაგბის ქომაგებისთვის, რომლებმაც გუშინ ბათუმში ჩასვლა და თამაშის არენაზე გულშემატკივრობა ვერ მოახერხეს, რუსთავის მთავარ მოედანზე, დიდ ეკრანზე თამაშის პირდაპირი ტრანლაცია განხორციელდა.

საქართველოს რაგბის ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ 1-ის წარმომადგენელი დაამარცხა და 6 ერის ტურნირზე შესასვლელად ნაბიჯი გადადგა.