დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელი სამება გახშირებული მიწისძვრების გამო ბოლო დროს საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ზოგადად ჯავახეთის ქედი სეისმურად ყველაზე აქტიური რეგიონია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მეტი პატარა მიწისძვრა სწორედ ჯავახეთში ხდება.
“ჩემო ძვირფასებო, არავითარი ვულკანი არ ამოიფრქვევა ჯავახეთზე. სულ ვამბობდით და ვამბობთ, საქართველო და კავკასია სეისმურად აქტიური ქვეყანა და შესაბამისად რეგიონია. დიახ, ბევრი მიწისძვრა ხდებოდა და ხდება ჩვენთან”, – წერს თეა გოდოლაძე.
შეგახსენებთ, სოფელ სამებასთან გუშინ, 11 ივლისს 9 მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ბოლოს, 23:03 საათზე მომხდარი მიწისძვრის სიდიდე 3.9 მაგნიტუდა იყო.