საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, ფოთში ტურნირი საქართველოს პირველობა გაიმართა. ჩემპიონატზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის რუსთავიდან სპორტსმენები მონაწილეობდნენ.
რუსთავიდან პირველობისთვის ნიჩნოსნები, თენგო მაღრაძე, გიორგი ბოჭოიძე და სანდრო ღამბაშიძე იბრძოდნენ. ჩემპიონატზე მეექვსე და მეოთხე ადგილები სანდრო ღამბაშიძემ და გიორგი ბოჭოიძემ დაიკავეს, ხოლო საქართველოს პირველობა თენგო მაღრაძეს ერგო და 2 ოქროს მედალი მოიპოვა.