რუსთავის თეატრი გასტროლებიდან დაბრუნდა

რუსთავის თეატრი გასტროლებიდან დაბრუნდა.

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში – “EUROART 2022” -, რომელიც მალტის ქართული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა 3 ივლისს ვალეტაში, მანოელის თეატრის ისტორიულ შენობაში სპექტაკლი ,,დონ ჟუანი” წარადგინა.

ფესტივალი გულისხმობდა არა მხოლოდ ფილმების, სპექტაკლების, კონცერტების წარმოდგენას, არამედ იმ გამოცდილების გაზიარებას, რომელიც სახელოვნებო დარგების სწავლების მიმართულებით დაგროვდა სხვადასხვა ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ რუსთავის თეატრისთვის დიდი პაუზის შემდეგ ეს პირველი გასვლითი ტურნე იყო.