რუსთავის მეტალურგიის სორტული საამქროს თანამშრომლები უკვე მეორე დღეა გაფიცულები არიან.
ისინი ითხოვენ ხელფასების 30%-ით გაზრდას და მე-13 ხელფასის დამატებას, ასევე მათ მოთხოვნებს დაემატა კიდევ ერთი პუნქტი, ისინი დღესასწაულებზე მომუშავე პერსონალისთვის ანაზღაურების მომატებას ითხოვენ. როგორც გაფიცულები აცხადებენ სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ისინი სამუშაო ადგილებს არ დაუბრუნდებიან.
რშეგახსენებთ, რომ ამ საქმეში ჩართული არის საქართველოს პროფკავშირები, რომელიც ასევე უერთდება გაფიცულების მოთხოვნებს.