რუსთავის საგამოცდო ცენტრში მეთვალყურემ აპლიკანტებისთვის დაფა ცარცით მოხატა

ანა კახეთელიძე – რუსთავის მე-15 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრის მეთვალყურე:
„ჩვენს საგამოცდო ცენტრში 33 სექტორია. სანამ აპლიკანტები გამოცდაზე მოვიდოდნენ, თითოეული დაფა ცარცით მოვხატე და ცენტრის თანამშრომლების სახელით მათ წარმატება ვუსურვე. მინდა გრძნობდნენ, რომ ჩვენ მათ ვგულშემატკივრობთ. ეს მინიმალურია, რისი გაკეთებაც მე და ჩემს კოლეგებს მათთვის შეგვიძლია. მგონია, რომ განწყობა ყველასთვის უმნიშვნელოვანესია და მას სწორედ ასეთი მცირე დეტალები ქმნის… გამოსაცდელებს მინდა ვუთხრა, რომ სჯეროდეთ საკუთარი თავის, გამოცდაზე მაქსიმალურად მობილიზდნენ და არაფერზე ინერვიულონ.“