ფრაქცია “რუსთავი საქართველოსთვის” თავმჯდომარე ნათია შელეგია რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის გუშინდელ გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას სოციალური ქსელით ეხმიანება. ის აცხადებს, რომ ქალაქის მერი კვლავ დაკავებულია მოქალაქეების შეცდომაში შეყვანით და არასწორი ინფორმაციების გაჟღერებით. ასევე მან აღნიშნა, რომ ეს არის უსაფუძლვლო ბრალდება რომ თითქოს “ოპოზიციური ტანდემი” დაკავებულია ქალაქში ინვესტიციების გაჩერებით.
,,ეს არის ტყუილი, ვინაიდან, ფაქტია, რომ ჩვენმა ფრაქციამ “რუსთავი საქართველოსთვის” მხარი დავუჭირეთ საკითხების საკრებულოს სხდომაზე გატანას. სიმართლე იქნებოდა თუ ქალაქ რუსთავის მერი იტყოდა, რომ რეალურად საკითხების საკრებულოზე გატანას მხარი არ დაუჭირა “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ბიუროს სხდომაზე, სადაც უმრავლესობა აქვს მათ, იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ არ აიღო პასუხისმგებლობა და უარი თქვა თანამდებობებზე, რის შედეგადაც უმრავლესობა ბიუროში მიანიჭა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, თუმცა მხარი დაუჭირა საკითხების გატანას ოპოზოციურმა ფრაქციამ “რუსთავი საქართველოსთვის”. ამდენად, წარმოგიდგენთ სხდომის ოქმებს, სადაც ნათლად ჩანს, რომ ის რამოდენიმე საკითხი, რომელიც არ გავიდა საკრებულოს სხდომაზე, მხარდაჭერილია ჩვენი ფრაქციის მიერ სრულად, თუმცა წინააღმდეგი გახლდათ ნაციონალური მოძრაობა. მეტი სიზუსტისტვის, “მომხრე-4” ვართ: ნოდარ შეროზია, ზაზა ჯაიანი, ნათია შელეგია, ლაშა ჩოფლიანი”- წერს სოციალურ ქსელში ნათია შელეგია.
განცხადებას თან ახლავს ფოტო მასალა, სადაც აღბეჭდილია პროექტის მომხრე და მოწინააღმდეგე პირების სახელები და გვარები.