რუსთავში საკრებულობ მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც წინ ბიურო უძღვოდა.სხდომის ფარგლებში, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.
პირველი საკითხი ეხებოდა 2022 წლის ბიუიჯეტს, რადგან ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2021 წლის 25 ნოემბრის დადგენილებაში ცვლილებები შეიტანეს.
ასევე საკრებულომ დაამტკიცა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიცირებით შესული პეტიციის წარდგენის წესი, კერძოდ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკი, პეტიციის ფორმა და პეტიციის მოწმობა.
ხმათა უმრავლესობით, ცვლილებები შევიდა, საკრებულოს თანამდებობის პირთა და აპარატის თანამშრომელთათვის სამსახურეობრივი საჭიროების მიზნით გამოსაყენებელი ავტომანქანებისთვის 2022 წლის ყოველთვიური საწვავის ლიმიტის დამტკიცების შესახებ“