რუსთავში ცენტრალური სტადიონის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის“ განვითარებისა და სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციის მიზნით, რუსთავში, ცენტრალური სტადიონის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოების მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან და საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავის’’ სპორტულ დირექტორ ბაჩანა ცხადაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

ამ დროისთვის რეაბილიტაცია სტადიონის სასტუმრო კომპლექსსა და სასადილოს უტარდება.

პროექტით გათვალისწინებულია ასევე სველი წერტილების მოწესრიგება და  ახალი ელექტროგაყვანილობის მოწყობა, ასევე შეიღებება ორივე შენობის ფასადი.

პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და სექტემბერში უნდა დასრულდეს.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება: 204 826.38 ლარია.

პარალელურად, რუსთავის მერია საფეხბურთო კლუბის მენეჯმენტთან ერთად, კლუბის და ზოგადად, ქალაქში ფეხბურთის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე მუშაობს.

რუსთავის სტადიონი 1948 წელს აშენდა. ბოლო რეკონსტრუქციის შემდეგ, ის 4676 მაყურებელს იტევს. არსებობის მანძილზე, სპორტული კომპლექსის რეკონსტრუქცია სულ ორჯერ განხორციელდა.

რუსთავის სტადიონი, ქალაქის მუნიციპალიტეტს 2018 წელის ნოემბერში გადაეცა, 2015 წლიდან, კი გუნდმა სახელი შეიცვალა და მას ,,საფეხბურთო კლუბი რუსთავი“ ეწოდა.