რუსთავში წელს პირველად საზაფხულო ბაღები გაიხსნა.
საზაფხულო ბაღები სამ დაწესუბელებაში მე-10 ,მე-6 და 34-ე ფილიალებში იფუნქციონირებს. უნდა აღინიშნოს რომ საზაფხულო ბაღებში ჩარიცხულნი არიან მხოლოდ რუსთავის ბაგა-ბაღების აღსაზრდელები .
რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გადაწყვეტილება სტატისტიკური კვლევის საფუძველზე მიიღო და ამ ეტაპზე ბაღებში 500-მდე ბავშვია გადანაწილებული.