საზაფხულო შესვენების შემდეგ, საფეხბურთო კლუბი “რუსთავი” ვარჯიშს დაუბრუნდა. მომავალ მატჩებზე შედეგების გაუმჯობესებას ქალაქის გუნდი სამ ახალ ფეხბურთელთან ერთად შეეცდება.
პირველი შეხვედრა 21 აგვისტოს, მარტვილში გაიმართება. ასევე, მთავარ თამაშამდე რამდენიმე ამხანაგური მატჩია დაგეგმილი.
როგორც სპორტსმენები აცხადებენ, გუნდის მთავარი მიზანი ადგილის შენარჩუნება და შემდეგ მაღალ ეტაპზე გადასვლაა.









