ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის“ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
აღნიშნულ შენობას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია:
შეიცვლება სახურავი, კარ-ფანჯარა;
მოეწყობა ცენტრალური გათბობის სიტემა, სველი წერტილები;
მოწესრიგდება შიდა სივრცეები;
შენობა იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ფინანსდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი ბიუჯეტით.
სარეაბილიტაციო სამუშოების პროცესი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კარგარეთელმა, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატმა, ირაკლი შატაკიშვილმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, მიხეილ გედეხაურმა და შპს „ბამას“ დირექტორმა, ირაკლი თავაძემ მოინახულეს.









