ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსად ვახტანგ ბუცხრიკიძე, ხოლო ადმინისტრაციის აპარატის უფროსად ნინო გენგაშვილი დაინიშნა.
ვახტანგ ბუცხრიკიძესა და ნინო გენგაშვილს სახელმწიფო სამსახურის საქმიანობაში დიდი გამოცდილება აქვთ.
ვახტანგ ბუცხრიკიძე ქვემო ქართლში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ნინო გენგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულში 2015 წლიდან მუშაობდა და წლებია აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო სამსახურის საქმიანობაში.









