სეისმიური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა.
ბიძგები 09:10 საათზე დაფიქსირდა და ეპიცენტრი კვლავ სოფელ სამებასთან იყო. მიწისძვრის სიძლიერემ პირველადი მონაცემებით , 4.5 (ml) მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრის ბიძგები დღეს მეორედ დაფიქსირდა. პირველი მიწისძვრა 07:36 საათზე მოხდა, სიმძლავრემ 4.8 (ml) მაგნიტუდა შეადგინა.