ბოლნისში ქართული ენის შემსწავლელი კურსის კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
პროექტის ,,ქართული ენის კურსები ეთნიკური უმცირესობებისთვის“ კურსდამთავრებულთა სერტიფიკატების გადაცემისა და დაჯილდოების საზეიმო ცერემონია ბოლნისის მუზეუმში გაიმართა. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა სამუზეუმო სივრცეში დაცული ექსპონატებიც დაათვალიერეს.
ახალგაზრდების მოთხოვნით, 2022 წლის მარტიდან ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის ინიციატივით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ სათემო ცენტრებში ქართული ენის სწავლება 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პროექტის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, პროექტს, ქართული ენის შემსწავლელი სახელმძღვანელოები ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე გადასცა.
პროექტის დასრულების შემდეგ 130 წარმატებულ მოსწავლეს ქართულ ენაზე გამართულად წერა, კითხვა და მეტყველება შეუძლია.
საზეიმო ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.