„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოსახლეობის საჭიროებების კვლევა ჩაატარეს

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პრიორიტეტების დოკუმენტში ასახვის მიზნით მოსახლეობის საჭიროებების კვლევა ჩაატარეს.

გამოკითხვაში, რომელიც თითქმის ორ თვეს გრძელდებოდა, მონაწილეობა მიიღო 1065 რესპოდენტმა.

მათ შორის იყო 71,92% ქალბატონი და 28,08% მამაკაცი.

რესპოდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხნენ ქალაქის ათივე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.

კითხვარი მოიცავდა 2 ძირითად მიმართულებას. ესენია სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხები.

მიღებული იყო 3195 პასუხი, რომელთაგან 2232 ხმით – 69,96% უპრატესობა მიენიჭა ინფრასტრუქტურულ საკითხებს; ხოლო სოციალური საკითხების წილი იყო 900 ხმა – 28,17%; სხვადასხვა საკითხები (63 წინადადება) – 1.87%;

აღსანიშნავია, რომ გამოკითხული ქალბატონების უმრავლესობამ ძირითადი მიმართულებებიდან ინფრასტრუქტურულ საკითხებს მიანიჭა უპირატესობა 1629 ხმა – 72.98% (საშუალოზე 3,02% ით მეტი), ხოლო სოციალურ საკითხებს 622 ხმა – 69,11% (რაც საშუალოზე 0,85% ნაკლებია) ერგო.

გამოკითხვის შედეგად გამოკვეთილი საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია ფრაქციის თავმჯდომარემ  ქალაქ რუსთავის მერიას გადასცა.