რუსთავში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების შეკეთების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს

რუსთავში მიმდინარე წელს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების შეკეთების პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს.

როგორც რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში TV4-ს განუცხადეს, აპრილის თვეში მომხდარი სტიქიის შედეგად, პრობლემურ მისამართებზე გადახურვის სარეაბილიტაციო სამშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობს და აგვისტოს თვეში უნდა დასრულდეს.

მიმდინარეობს ასევე,  ივნისის თვეში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციის სამუშაოები.

 “რუსთავში წელს აპრილის თვეში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო მიზნობრივი ტრანსფერი 700 000 ლარის ოდენობით, რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტმა განახორციელა შესყიდვის პროცედურები და გაფორმდა ხელშეკრულებები შპს “ინივერსალთან” და შპს “სმარტთან”. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება 151 მისამართზე გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოები და დასრულდება აგვისტოს თვეში. 

რაც შეეხება ივნისის თვეში მომხდარ სტიქიას, ის დამატებითი მისამართები, სადაც მოხდა დაზიანებები ქარის შედეგად მუშაობს შპს “ელბა”, ტენდერში გამარჯვებული კომპანია და აღიშნულ ლოკაციებს რეაბილიტაციას ჩაუტარებს.”– განაცხადა ზაზა ზაზაძემ.