შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალისტები ნაშრომებს ცენტრის მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამით (eMarker) ასწორებენ. პროცესი ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორებით დაიწყო და ის გამოცდების პარალელურად მიმდინარეობს.
საგამოცდო ნაშრომების ელექტრონული გასწორება უზრუნველყოფს კონფიდენციალობის დაცვას და სრულიად გამორიცხავს ნაშრომის იდენტიფიცირების შესაძლებლობას. როგორც ცნობილია გამსწორებელი კოდირებულ ნაშრომს სრულად ვერ ხედავს და მასთან მხოლოდ ცალკეული დავალებები მიდის. თითოეულ დავალებას კი ორი გამსწორებელი ასწორებს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შედეგების გამოცხადებას ივლისის ბოლოს ან აგვისტოს პირველი რიცხვებიდან ეტაპობრივად დაიწყებს. შედეგებთან ერთად ყველა გამოსაცდელს საკუთარი ნამუშევრის ელექტრონული ვერსიის ნახვაც შეეძლება.









