ხვალ ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

“ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ხვალ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

მათივე ცნობით, 7 ივლისს 11:30-დან18:45 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში თოდრიას, ლესელიძის, მსეხიშვილის, მეგობრობის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში განთიადი, კიზილქილისა, ჯავახი, მაშავერა, კაკლიანი, უკანგორადა მიმდებარე სოფლებში;

13:30-დან 15:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში: გოლთეთი და მიმდებარედ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიისმიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.