გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს. ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1 აგვისტოს 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაშთაფა, წითელი სოფელი, ყულარი, შულავერი, იმირი, ზემო ყულარი,ბუდიონოვკა.
11:00-დან 17:00 საათამდე – აბონენტებს ქ. დმანისში, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, განთიადი, დიდი დმანისი, კამარლო, მაშავერა,მამიშლო, საფარლო, ზემო ოროზმანი, იაღუფლო, კაკლიანი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 12:00 საათამდე – აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა, ნაგები, მზიანეთი, თბილწყარო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.







