11-დან 19 ივლისის ჩათვლით, რუსთავში, ექვსი დაავადების უფასო სკრინინგ აქცია ჩატარდა.
უფასო სამედიცინო კვლევები მობილურ კლინიკაში, ხუთ სხვაფასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა.
აქციის ფარგლებში შეთავაზებული სამედიცინო სერვისით, ჯამში 600-ზე მეტმა რუსთაველმა ისარგებლა.
აქციის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მოადგილე ოთარ ტატალაშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
პროექტი, რუსთავის მერიის ორგანიზებით, საქართველოს ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის, წითელი ჯვრის საზოგადოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.