დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და “გლობალ ფონდის” ერთობლივი ორგანიზებით, რუსთავში ახალი პროექტი განხორციელდება. პროექტის შესახებ პრეზეინტაცია რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გაიმართა.
როგორც საზოგადოებრივ ჯანდაცვაში აცხადებენ, ქალაქში 11 ივლისიდან დიაგნოსტიკური მანქანები განთავსდება, რომელიც რუსთაველ მოსახლეობას სხვადასხვა მიმართულებით უფასო სკრინინგს შესთავაზებს.
სერვისი სრულიად უფასო იქნება და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.