საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიამ, მორიგი სხდომა გამართა. დეპუტატებმა კომისიის სხდომის ფორმატში დღის წესრიგით გათვალისწინებული რამოდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის:
“ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიის ბლანკის, პეტიციის ფორმის და პეტიციის განხილვის თაობაზე განცხადების რეგისტრაციის მოწმობის დამტკიცების შესახებ”
„ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების, საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 17 იანვრის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
„ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 აგვისტოს N1 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”.
საკითხი, რომელიც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში ცვლილებებს ითვალისწინებს კომისიაში ფრაქცია „რუსთავი საქართველოსთვის“ ინიციატივით შევიდა, ხოლო საკითხის, რომელიც რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციის წარდგენის ფორმებს შეეხება, ინიციატორია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
მესამე საკითხის განხილვაში მონაწილეობისაგან ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებმა თავი შეიკავეს, ვინაიდან აღნიშნული თემა მოითხოვს გარკვეულ ვადას საკითხის ძირეულად შესწავლისათვის, რისი საშუალებაც დეპუტატებს არ ჰქონდათ.









