გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით 15 ივლისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოში კი მაღალი ტემპერატურის ფონზე ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +37 გრადუსი იქნება.
უნალექო ამინდი შენარჩუნდება რუსთავშიც, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +35 , +36 გრადუსი არის მოსალოდნელი.









