კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის შეზღუდვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. ხვალ, 5 ივლისს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.
11:00-დან17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში ირგანჩაი, ამამლო, განთიადი, კიზილქილისა,მაშავერა და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში თამარისი, არქევანი, ცურტავი, მოლახმედლოდა მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, ქესალო, ვარკეთილის მეურნეობა, თაზაქენდი და მიმდებარე სოფლებში;
15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ლომოურის, ახმეტელის, ჭყონდიდელის და მიმდებარე ქუჩებზე;
16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში ლეჟბადინი, კაპანახჩუ, წითელი ხიდი, ხანჯიგაზლო,კირაჩმუღანლო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.