გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8 ივლისამდე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
„ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება. ქალაქ თბილისშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსია მოსალოდნელი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.