8 წლის გიორგი წულაია საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულია

8 წლის მოჭადრაკე, ფოთელი გიორგი წულაია, საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის გამარჯვებულია.

პატარა მოჭადრაკის წარმატების შესახებ ინფორმაციას ფოთის სპორტის და ტურიზმის ცენტრი ავრცელებს.

გიორგიმ 9 შესაძლებლობიდან 8.5 ქულა მოიპოვა და 8 -წლამდელთა ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა.

საერთაშორისო ფესტივალზე 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე ასპარეზობს და მისი საპრიზო ფონდი 45 000 ლარია.