CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროექტი დაიწყო. პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ფორმირების მიზნით ხორციელდება.
ორგანიზაციის ცნობით, პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე აღდგენისთვის“ 4 წლის განმავლობაში ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების 8 მუნიციპალიტეტში ოთხი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს:
- სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება;
- სოციალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესება;
- მონაწილეობრივი დემოკრატიის პრაქტიკების დანერგვა;
- ადამიანის უფლებების დაცვა;
პრეზენტაციის ბოლოს მუნიციპალიტეტების მერებთან გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტების პირველმა პირებმა CENN-თან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი მოაწერეს.