N1 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მხარისა და ქალაქის პირველმა პირებმა მოინახულეს. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული და ქალაქის მერი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პროექტის ფარგლებში, შენობის ორივე ფლიგელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, შეიცვლება სახურავი, კარ-ფანჯარა, მოეწყობა ცენტრალური გათბობის სისტემა. შენობები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც.
პროექტის დასრულების შემდეგ ბაღი ჯამში 240 აღსაზრდელს მიღებს.
პროექტი, ტერიტორიის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს. შემოიღობება ეზო და მოწესრიგდება საფეხმავლო ბილიკები, მოწესრიგდება ორივე შენობის ფასადი, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები და საბაღე გაზონი.