,,ენერგო პრო ჯორჯია” 6 ივლისის ელექტროენერგიის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის შეზღუდვასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. ხვალ,6 ივლისს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება კომპანიის ქსელში ჩართულ აბონენტებს.

07:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მშენებელთა, მარის არხის, ფიროსმანის, თოდრიას, მეგობრობის, მესხიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე;

10:00-დან 14:00 საათამდე გარდაბნის რაიონის სოფლებში ვაზიანი, თელეთი, გამარჯვება, სართიჭალა, მარტყოფი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისში სულხან საბას, ჩოლოყაშვილის, წმ. ნინოს, რუსთაველის, სტეფნაძის და მიმდებარე ქუჩებზე;

13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კიზილ-აჯლო, ნაგორნაია, ტაზამახალა და მიმდებარე სოფლებში; აგრეთვე ჯავახიშვილის, 26 მაისის, ლაღიძის, გორკის, გოგოლის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე,ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში