ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტები გამოცდას მათემატიკაში ჩააბარებენ. ქვეყნის მასშტაბით 2022 წელს ამ გამოცდაზე გასვლის სურვილი 13 800-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა. გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს რუსთავის საგამოცდო ცენტრშიც. გამოცდები ზუსტად 09:00 საათზე, რეგისტრაციის შემდეგ დაიწყო და ორ სესიად ჩატარდება.