პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტის “ქალთა გაძლიერების პლატფორმის” ფარგლებში შეხვედრა გამართეს. შეხვედრას მოწვეული სფიქერები უძღვებოდნენ, რომლებმაც ქვემო ქართლში ქალთა პოლიტიკურ ჩართულობაზე, ეკონომიკური განვითარების ბარიერებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
პროექტი ასევე განხორციელდა შიდა ქართლში და როგორც პარტია “რუსთავი- საქართველოსთვის” თავჯდომარე აცხადებს ქალთა გაძლიერების საკითხი არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს დღის წესრიგში დგას.