უფასო სკრინინგი რუსთაველებისთვის – მობილური კლინიკები რუსთავში

11 ივლისიდან ქვემო ქართლის რეგიონის მცხოვრებლებს 6 დაავადებაზე უფასო სკრინინგის შესაძლებლობა  ექნებათ.

პროექტი, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და “გლობალ ფონდი” ახორციელებს, რუსთავიდან დაიწყება და რეგიონის მუნიციპალიტეტებს მოიცავს.

მობილური პუნქტები უახლესი აპარატურით არის აღჭურვილი და სხვადასხვა მიმართულებით სკრინინგისთვის სრულად მომზადებულია.

სკრინინგის პროცესში ადგილობრივი ექიმები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ჩაერთვებიან. რუსთავში მობილური მანქანები ერთი კვირის განმავლობაში დაყოვნდება და სხვადასხვა მისამართზე, დილის 10:00 საათიდან 15:00 საათამდე იმუშავებს.

ჯამში ქვემო ქართლის მასშტაბით უფასო სკრინინგით სარგებლობას 1000-მდე ადამიანი შეძლებს.

პროექტში აქტიურად არის ჩართული წითელი ჯვარი და მხარს უჭერს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია. პროექტს “გლობალ ფონდი” აფინანსებს.