რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პრიორიტეტების დოკუმენტში ასახვის მიზნით მოსახლეობის საჭიროებების კვლევა ჩაატარეს.
გამოკითხვაში, რომელიც თითქმის ორ თვეს გრძელდებოდა, მონაწილეობა მიიღო 1065 რესპოდენტმა.
მათ შორის იყო 71,92% ქალბატონი და 28,08% მამაკაცი.
რესპოდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხნენ ქალაქის ათივე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში.
კითხვარი მოიცავდა 2 ძირითად მიმართულებას. ესენია სოციალური და ინფრასტრუქტურული საკითხები.
მიღებული იყო 3195 პასუხი, რომელთაგან 2232 ხმით – 69,96% უპრატესობა მიენიჭა ინფრასტრუქტურულ საკითხებს; ხოლო სოციალური საკითხების წილი იყო 900 ხმა – 28,17%; სხვადასხვა საკითხები (63 წინადადება) – 1.87%;
აღსანიშნავია, რომ გამოკითხული ქალბატონების უმრავლესობამ ძირითადი მიმართულებებიდან ინფრასტრუქტურულ საკითხებს მიანიჭა უპირატესობა 1629 ხმა – 72.98% (საშუალოზე 3,02% ით მეტი), ხოლო სოციალურ საკითხებს 622 ხმა – 69,11% (რაც საშუალოზე 0,85% ნაკლებია) ერგო.
გამოკითხვის შედეგად გამოკვეთილი საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია ფრაქციის თავმჯდომარემ ქალაქ რუსთავის მერიას გადასცა.









