ბათუმი-თბილისის მატარებელი მამაკაცს დაეჯახა და გარდაიცვალა

ბათუმი-თბილისის მატარებელი მამაკაცს დაეჯახა. შემთხვევა თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

როგორც ცნობილია მოქალაქე ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც შეჯახება მოხდა.

ექიმებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.