გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით დღეს ბაღის პედაგოგებს ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოსთან, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდათ.
სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები.
აღსანიშნავია რომ პროგრამა მასშტაბურია და მოიცავს ქვემო ქართლის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტს შესაბამისად 15,16 და 17 აგვისტოს უფასო გამოკვლევებით სარგებლობას რეგიონის მასშტაბით არსებული ბაღების ყველა პედაგოგი შეძლებს.