გიორგი დოხტურიშვილი ლიეტუვის დელეგაციის წევრებს შეხვდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ. დელეგაციის წევრებს შეხვდა  გიორგი დოხტურიშვილი და გიორგი წიკლაური.

თეთრიწყაროს მერმა, გიორგი წიკლაურმა და ლიეტუვის რესპუბლიკის რეგიონის, იგნალინას მუნიციპალიტეტის მერმა, იუსტას რასიკასმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

აღნიშნული მემორანდუმი არსებულ ურთიერთობებსა და თანამეგობრობას კიდევ უფრო გააღრმავებს, სამომავლოდ კი ხელს შეუწყობს საგანმანათლებო, ეკონომიკურ, ტურიზმისა და კულტურის სფეროების განვითარებასა და ნაყოფიერ თანამშრომლობას.

თეთრიწყაროს მერიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე გამართული პრეზენტაციით ლიეტუვის დელეგაციის წევრებს კიდევ უფრო ახლოს გააცნეს რეგიონის კულტურა და ისტორია.

შეხვედრას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მოადგილე ნიკა კობახიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.