საქარველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი შვილობილ კომპანია გარდაბნის თბოსადგურ 2-ს კორპორაციის დირექტორებთან და თბოსადგურის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან ერთად ეწვია.
გიორგი ჩიქოვანი 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. ხელმძღვანელებისგან მიმდინარე პროცესებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. დეტალურად გაეცნო სამუშაოებს და საჭიროებებით დაინტერესდა.
გარდაბნის თბოსადგური 2 აღჭურვილია თანამედროვე ტიპის ,,ჯენერალ ელექტრიკის’’ გაზისა და ორთქლის ტურბინებით და გენერატორებით, ასევე, თბოელექტროსადგური სარგებლობს ე.წ. „ნულიდან გაშვების“ ფუნქციით, რაც ელექტროსისტემისგან დამოუკიდებლად სადგურის გაშვების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული უნიკალური ფუნქცია საქართველოში მხოლოდ გარდაბან 2-ს გააჩნია. თბოსადგური 2020 წლის მარტიდან ოპერირებს