გასული ერთი კვირის (24.07-31.07.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 11 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 10 233 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 76 309 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 15.47%.
გასული კვირის მონაცემებით კი ქვემო ქართლში კორონა ვირუსის 348 შემთხვევა დაფიქსირდა. დადასტურებული შემთხვევებიდან 223 ქალაქ რუსთავში გამოვლინდა. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 პაციენტი.