დღეს 12:00 საათზე გამოქვეყნდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები

დღეს, 30 აგვისტოს, 12:00 საათზე გამოქვეყნდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები. ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გამოქვეყნედება ასევე ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვისა და გრანტის განაწილების თაობაზე.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online2.naec.ge/uee-res/ , შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.