მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა

მომღერალი მამუკა ონაშვილი რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა, ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი , ლევან რატიანი ადასტურებს. 

მამუკა ონაშვილი უკვე მეორე ადამიანია, რომელიც 30 ივლისს ნატახტართან მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. შემთხვევის დროს ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.