მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტი გარდაიცვალა

მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა. ის ნაპრალში იყო გადავარდნილი და მისი ამოყვანის სამუშაოები რამდენიმე საათი მიმდინარეობდა.

ცხედარი მესტიაში გადაასვენეს.

რაც შეეხება დანარჩენ ტურისტებს, 2 მათგანი ვერტმფრენით მესტიაში ჩამოიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

დანარჩენი სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.