ნუ დაადანაშაულებთ მაიმუნებს “მაიმუნის ყვავილის” გავრცელებაში

ნუ დაადანაშაულებთ მაიმუნებს “მაიმუნის ყვავილის” გავრცელებაში, –  განცხადებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. ამის საჭიროება მას შემდეგ შეიქმნა, რაც ბრაზილიაში ცხოველებზე თავდასხმები განხორციელდა.

მარგარეტ ჰარისის განცხადებით  მაიმუნის ყვავილის გადადება ადამიანიდან ადამიანზე ხდება.

   სან-პაულოში ბოლო ერთ კვირაში ათი მაიმუნი მოწამლეს. მოგვიანებით, მაიმუნების მოწამვლის შემთხვევები დაფიქსირდა სხვა ქალაქებშიც.