რუსთავში შარტავას გამზირზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
პროექტის ფარგლებში ქალაქში შარტავას გამზირის ნომერ მე-19 კორპუსიდან მე-20 მიკრორაიონის ნომერ პირველ კორპუსამდე ტროტუარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “სამება” აწარმოებს.
როგორც ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე აცხადებს სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება.









