სახელმწიფო გუდაურში გარდაცვლილების ოჯახებს დაეხმარება და გამოუყოფს 100 ათას ლარს

გარდაცვლილების ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება და გამოუყოფს 100 ათას ლარს.

,,სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, შსს თითოეულ ოჯახს 100 000 ლარს გამოუყოფს, ასევე, დაღუპული ექიმების ოჯახებს, გამონაკლისის სახით, ჯანდაცვის სამინისტროც 100 000 ლარს გამოყოფს” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.