ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობაზე 2008 წელს რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშა დაეშვა. ~
სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.
აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.