ქალაქ რუსთავში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი შენდება

ქალაქ რუსთავში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი შენდება.

პროექტს  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ორსართულიანი, დახურული ტიპის სპორტული კომპლექსი 1500 მაყურებელზეა გათვლილი და მასში სპორტის სხვადასხვა სახეობის, კერძოდ – კრივის, კალათბურთის, ხელბურთისა და მინი ფეხბურთის დარბაზები მოეწყობა.

სპორტული კომპლექსი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შენდება და სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 20 მილიონ ლარამდეა. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.