შავნაბადას ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

შავნაბადას ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ამ წუთებში ადგილზე ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს.

მათი განმარტებით, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, ხანძრის ქრობის პროცესში ასევე ჩართული იყო თურქეთის ავიაცია.

შეგახსენებთ, რომ ხანძარი გუშინ, ტერიტორიაზე არსებულ ტყესა და მინდორში გაჩნდა.