რუსთავში, მელიქიშვილის ქუჩის 6 ნომერში პატარა ხის სახლს ხანძარი გაუჩნდა. შემთხვევის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა, მათი გამოყვანა მეხანძრეებმა დროულად მოახერხეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.









